თეგებით ძიება

ვინ არ დაუჭირა მხარი უმრავლესობიდან ე.წ. აგენტების კანონს? - სია

პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. უმრავლესობიდან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დავით სერგეენკოს, ქეთევან დუმბაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაიას და ირაკლი მეძმარიაშვილს.

მთლიანობაში კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

„ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა