თეგებით ძიება

“ყველას ქედს ვუხრი, ვინც ახლა იცავს ქვეყანას რუსთაველზე დგომით“ - ნიკოლოზ რაჭველი

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას და წერს.

“კანონი მიიღეს! სიტყვებს ვერ ვპოულობ…

ახლა ვინც აზროვნებს და მშვიდადაა ვერასდროს გავუგებ და ვუთანაგრძნობ… ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ანუ კონფორმისტია, მათზე საერთოდ არ მაქვს აზრის გამოთქმის სურვილი, ღალატს ვერ ამართლებს ვერანაირი არგუმენტი!

ქართული დემოკრატიის შავი დღე – ასე უწოდა ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სახელმწიფომ. მე კი ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ამ დღეს აქვს პოტენცია გახდეს ქართული სახელმწიფოს ყველაზე ღირსეული და იმედის მომცემი დღე!

ყველას ვეფერები და ქედს ვუხრი, ვინც ახლა იცავს ქვეყანას თავისი ხმით, რუსთაველზე დგომით, პოზიციით, მოქმედებით!!!

განსაკუთრებით კი მახარებს სტუდენტების აქტიურობა და სიმრავლე!” - წერს რაჭველი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა