სპეცრაზმელმა მოქალაქეს ე.წ. წიწაკის სპრეი პირდაპირ სახეში შეასხა (ვიდეო)
თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდებარე აქციაზე სპეცრაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სამართალდამცველმა ე.წ. წიწაკის სპრეი მოქალაქეს სახეში შეასხა.
ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.