თეგებით ძიება

„როგორ ვიქცევით ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას!“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მითითებებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოქცეს ადამიანი ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას.

„როგორ ვიქცევით ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას!

გაიხადეთ ტანისამოსი, რადგან გაზი შეიცავს ცხიმოვან ნივთიერებას, რომელიც ტანსაცმელსა და თმებზე რჩება, და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

არ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებლები, რადგან შესაძლოა ტკივილის გრძნობის გარეშე ვერ გაიგოთ სრულად გათავისუფლდით თუ არა გაზის ნივთიერებისაგან, რამაც შეიძლება კანის დამწვრობა და თვალების სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ სხეულზე მავნე ნივთიერება აღარაა, უმჯობესია დაიბანოთ თბილი, ან ცხელი წყლით.

იხმარეთ მჭიდროდ მორგებული სათვალე.თუ ლინზებს ატარებთ, მოიშორეთ ისინი, ან გაიკეთეთ სათვალეები.

არასწორია, როდესაც დასაცავად სახეზე უკეთიათ სველი ცხვირსახოცები, რადგან აღნიშნული ზრდის გაზის კონცენტრაციას“, - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა