პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს
პარლამენტის მიმდებარედ, პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლიც.