"საქართველო არ გახდება რუსეთი! ყველანი რუსთაველზე უნდა დავდგეთ" - ალექსანდრე ელისაშვილი
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი თანამოქალაქეებს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს და წერს, რომ საქართველო რუსეთი არ გახდება.
"საქართველო არ გახდება რუსეთი! ყველანი რუსთაველზე უნდა დავდგეთ", - წერს ელისაშვილი.
ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.