„ახლა დაშლა დამარცხებაა“ - ნატა ფერაძე
სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტთან მიმდინარე აქციას და წერს, რომ ახლა დაშლა დამარცხებას ნიშნავს.
„ახლა დაშლა დამარცხებაა“, - წერს ნატა ფერაძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლიც.