თეგებით ძიება

„კეთილი ინებეთ და ეს კატასტროფული მარაზმი არ გადაზარდოთ სამოქალაქო ომში“ - დემურ გიორხელიძე

ეკონომიკის ექსპრეტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას და წერს.

„ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს, მცდარმა პოლიტიკამ, კოჰაბიტაციამ, "შავი"-"თეთრი" ბინარული ოპოზიციის ბოროტად გათამაშებამ, რომლის ტექნოლოგიაც 1995 წლიდან  დომინირებს საქართველოში, დასასჯელთა დაუსჯელობამ, აღვირახსნილმა უტიფრობამ ყალბი ადამიანებისა, რომლებიც თითქოს "დასავლური ორიენტაციისანი" არიან, სინამდვილეში კი არაფერი აკავშირებთ დასავლეთთთან, გარდა ფულისა, - ქვეყანა ისევ 90-იანებში დააბრუნა. თუ ხელისუფლება ხართ, - არსებობს კონსტიტუცია, ნაბიჯი  არ გადადგათ ამ კონსტიტუციის გარეთ და კანონის გარეთ, - კეთილი ინებეთ და ეს კატასტროფული მარაზმი არ გადაზარდოთ სამოქალაქო ომში, რომელიც ამ ე.წ. სადღაც ორიენტირებულებს უდიდეს ტრაგედიას უქადის“, - წერს გიორხელიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა