თეგებით ძიება

"აზრის, სადაც ვწერ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, კომენტარებში შემოდიან ადამიანები და მახსენებენ, რომ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

"აზრის (თუ არა ფაქტის), სადაც ვწერ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, კომენტირების ველში, რიგრიგობით შემოდიან ადამიანები და პატივისცემის ხაზგასმის (რატომ - არ ვიცი) შემდეგ მახსენებენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე. კომენტარებს ვშლი (თუმცა წაკითხვა და კომენტირება ბევრმა მოასწრო) იმიტომ რომ ეს ადამიანები უფრო მეცოდებიან, ვიდრე საკუთარი თავი - ოდესმე მიხვდებიან ალბათ რატომაც. მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, რა ხერხით შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი ამგვარი წინადადების დამწერის მხარეს, თუ საკუთარი სიმართლის დამტკიცება გინდა,  ამ აზრით და ფორმით როგორ უნდა იკადრო?

 დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ეს კაცი რუსეთისგან მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დახვრიტეს და ის რაც ახლა ხდება, რაოდენ სამწუხაროა, რომ სწორედ  იმ დამხვრეტს უხარია ყველაზე მეტად", - წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, რომელსაც დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა, საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება აქვს. ამ წუთებში რუსთაველზე, პარლმენტთან აქცია მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა