"ბარი ღიაა, შეგიძლიათ მოხვიდეთ ტელეფონები დატენოთ, ან შეეფაროთ" - "ფლეშბექი"
ბარი "ფლეშბექი" პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს და მათ თავშესაფარს სთავაზობს.
"ხალხო, ბარი ღიაა, შეგიძლიათ მოხვიდეთ ტელეფონები დატენოთ, ან შეეფაროთ, ან დაისვენოთ, მოკლედ ღია ვართ", - ნათქვამია განცხადებაში.
ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.