თეგებით ძიება

არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - ირაკლი კობახიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საუბრისს აღნიშნა.

"მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ამაში უპირველესად, იგულისხმება ის, რომ თანაზომიერების პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა