„რის უფლებას აძლევთ თავს!? როგორ ბედავთ!? თქვენივე შვილები არ გაპატიებენ!..“ - მადონა ნოზაძე „ქართულ ოცნებას“
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მადონა ნოზაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
„ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენ არ გიყვართ ადამიანი, თქვენ არ გიყვართ საქართველო, თქვენ საერთოდ სამშობლოს შეგრძნება არ გაქვთ!!!
რის უფლებას აძლევთ თავს!?
როგორ ბედავთ!?
თქვენივე შვილები არ გაპატიებენ ღალატით გაშვებულ შანსს!
მონანიებას მაიც უყურეთ!
#ევროპაჩვენისახლია
#საქართველოევროპაა
#წინევროპისკენ
#არარუსულოცნებას
#არარუსულკანონს
#არაშულავერისრევკომს“, - წერს ნოზაძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.