„დაგვწამლეს, ვერ ვსუნთქავთ, მხედველობა ჭირს...“ - რას წერს ირაკლი კუპრაძე აქციიდან?
სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციაზეა და უკან დახევას არ აპირებს.
„დაგვწამლეს, ვერ ვსუნთქავთ, მხედველობა ჭირს, დაგვასველეს წიწაკიანი ჭავლით და მაინც ვდგავართ!
არცერთი ნაბიჯი უკან!“ - წერს კუპრაძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.