99 პროცენტს კანონი წაკითხული არ აქვს - ირაკლი კობახიძე „აგენტების კანონზე“
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ე.წ. აგეტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას აცხადებს, რომ ტყუილია თითქოს ადამიანები შეირაცხებიან აგენტებად ან ჯაშუშებად.
„მთავარი ტყუილი, რასაც საზოგადოებას აჯერებენ - რომ თითქოს ადამიანები შეირაცხებიან აგენტებად ან ჯაშუშებად - ეს ტყუილია.
დღეს უამრავი ადამიანია, რომელიც შფოთავს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ 99 პროცენტს კანონი თვითონ წაკითხული არ აქვს. თუ ვინმეს კანონი წაკითხული აქვს, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი ერთადერთ რამეს ითვალისწინებს - ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.