თეგებით ძიება

"ამერიკის საელჩო დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მშვიდობას ებრძვის მოღალატე, სამარცხვინო ქართველის ხელით!" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

"ამერიკის საელჩოს პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ!

  განსახილველი კანონი ნამდვილად არ არის რუსული, მაგრამ ის დესტრუქცია და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, საქართველოში ომის გაჩაღებისთვის საფუძვლის შექმნა, ნამდვილად არის ამერიკის მხრიდან მართული!

    ამერიკის საელჩო დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მშვიდობას ებრძვის გუბოზების, ეკა ხერხეულიძეების, ვინმე ნაცლიშვილების და მოღალატე, სამარცხვინო ქართველის ხელით!

   ჰო და, ხელები შორს ჩვენი სამშობლოსგან!

    ამერიკამ თავი შეიკავოს ომის ღია ინსპირაციისგან!

     დღეს ამერიკა აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ნდობის სრული მანდატით სარგებლობდა!

    Stop Americ", - წერს ხოფერია.

თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა