თეგებით ძიება

შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის - ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის.

„მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის საელჩო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის განხილვას.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია: „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია ევროპასთან ინტეგრაციის სურვილთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა