თეგებით ძიება

სენაკის სამხედრო ბატალიონი ხელისუფლებას აღარ ემორჩილება? - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თითქოს სენაკის სამხედრო ბატალიონი ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს.

"სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან,"- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა