თეგებით ძიება

„სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს ახლა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი უთავმოყვარეო მონებით“ - დავით ზურაბიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას და წერს.

„პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს ახლა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი უთავმოყვარეო მონებით.  

არ გაუვა!

P. S. ეს ადრე თუ გვიან კი დაახვევს (ან დაახვევინებენ) აქედან, მაგრამ აი ამ მონებს, დღეს რომ სათრევ-საგინებელი უკვდავებისკენ გადადგით დიდი ნაბიჯი სერგო ორჯონიკიძის ნაკვალევზე, რა გეშველებათ და სად წახვალთ? ხალხში გამოსვლას აღარ აპირებთ?“ - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა