სპეცრაზმის მიმართულებით, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს
თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმის მიმართულებით, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე ფარი დაიწვა.
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.