თეგებით ძიება

"არა რუსულ კანონს! ვინც ევროპისკენ სვლას ხელს შეუშლის - მოღალატეა!" - ნოდიკო ტატიშვილი მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.

"ფიზიკურად ევროპაში ვარ, (იმედია ბოლოჯერ არა) მაგრამ მთელი გულით, სულით და გონებით, ჩემს ხალხთან ერთად - რუსთაველზე! 

ასეთ დროს გაჩუმება დანაშაულის ტოლფასი და სირცხვილია! 

არა რუსულ კანონს! 

საქართველოს თავისი ადგილი აქვს ევროპულ ოჯახში!

ვინც ევროპისკენ სვლას ხელს შეუშლის - მოღალატეა! 

ძალიან მალე მეც ჩემ ხალხთან ერთად ვიდგები!", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა