თეგებით ძიება

„გამოდით, ჩაგვიდექით შუაში!“ - მეგი გოცირიძე სასულიერო პირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მეგი გოცირიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და სასულიერო პირებს მიმართავს.

„მოდით და შუაში ჩაგვიდექით ის სასულიერო პირები, ვისაც სამშობლისთვის გიძგერთ გული და ასეთებს პირადად გიცნობთ მინ. 20 მღვდელს და დედაოებს... გამოდით, ჩაგვიდექით შუაში!“ - წერს მეგი გოცირიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. ამ წუთებში პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა