თეგებით ძიება

"ნუ წამლავთ ჩვენს ძვირფასს ხალხს. არ შეეხოთ უდანაშაულო ხალხს! " - სტეფანე

მომღერალი, სტეფანე მრებრიშვილი სოციალური ქსელით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და მოწოდებით გამოდის, უდანაშაულო ხალხს არ შეეხონ.

"ნუ წამლავთ ჩვენს ძვირფასს ხალხს. არ შეეხოთ უდანაშაულო ხალხს! 

თბილისში არ ვარ და რა მძიმეა ამის ყურება, მთელი ქვეყანა ვიტანჯებით, ისინი რომ ჩვენს მაგივრად დგანან იქ!", - წერს მომღერალი.

თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. ვითარება პარლამენტთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა