"უყურე, ევროპა! ბოლოს როდის გინახავს, შენი დროშა ასე ეჭიროს ვინმეს?" - დათა თავაძე
"სამეფო უბნის ტატრის" რეჟისორი, დათა თავაძე 7 მარტს, თბილისში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"უყურე, ევროპა!
ბოლოს როდის გინახავს,
შენი დროშა ასე ეჭიროს ვინმეს?" - წერს დათა თავაძე.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ კანონის მიღებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეებმა აქცია გამართეს პარლამენტთან. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.