კახა კინწურაშვილმა "იმედი" დატოვა
ტელეწამყვანმა, კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა.
„მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით...
მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია“, — ამბობს კახა კინწურაშვილი "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში.
ცნობითვის, კახა კინწურაშვილს „იმედზე“ გადაცემები „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო. ამ კანონის მიღებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეებმა აქცია გამართეს პარლამენტთან. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.