სად დაიბადნენ და სად ცხოვრობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შვილები? - სია
„Movement“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანანო ბაკურაძე სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის წარმომადგენლების შვილებზე ინფორმაციას ავრცელებს, თუ სად დაიბადნენ და სად ცხოვრობენ.
"აბა, "სლედუიშიიი":
ალუდა ღუდუშაური - მან თავისი ცოლი ორჯერ წაიყვანა ამერიკაში სამშობიაროდ. მისი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა.
ბექა ოდიშარიას შვილი ამერიკაშია დაბადებული. შესაბანისად ამერიკის მოქალაქეა.
ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი ბერლინშია დაბადაბული.
კახა კალაძის ოთხივე შვილი მილანსა და პარიზში არიან დაბადებულები.
ბერა ივანიშვილი პარიზში დაიბადა და არის საფრანგეთის მოქალაქე. ამჟამად ცხოვრობს ბრაზილიაში.
ბაია კვიციანის შვილი დიდ ბრიტანეთში დაიბადა.
დავით სონღულაშვილის შვილები
საფრანგეთში დაიბადნენ.
ირაკლი ჩიქოვანის ცოლი ამერიკაში ცხოვრობს და მისი შვილებიც ამერიკაში ცხოვრობენ.
მეძმარიაშვილის შვილიშვილები დაიბადნენ ავსტრიაში და ცხოვრობენ ავსტრიაში.
ზაზა ლომინაძის ქალიშვილი ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. ასევე განათლება მიიღო გერმანიაში.
ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი მიემგზავრება ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლებლად.
გია ვოლსკის შუათანა ვაჟი ცხოვრობს და
მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე შეუძენიათ სახლი ამერიკაში.
მიხეილ ყაველაშვილის უფროსი შვილი ინგლისში დაიბადა, მეორე შვეიცარიაში და მხოლოდ მესამეა თბილისში დაბადებული.
ლევან კობიაშვილის ორივე შვილი დაიბადა გერმანიაში.
ეს პოსტი იქნება განახლებადი. თუ გაქვთ გადამოწმებული ინფოები გამიზიარეთ დავამატებ.
ასევე გაავრცელეთ გააზიარეთ, გადაწერეთ რაც გინდათ ის ქენით. გაიგოს ყველამ რომ
რუსეთი ჩვენთვის უნდათ მხოლოდ", - წერს ბაკურაძე.