გიორგი გახარია საპროტესტო აქციაზე მივიდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მივიდა.
ყოფილ პრემიერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.
ფოტოები და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაკეტილია.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო.