"პირველად ვდგავარ მიტინგზე... ჩვენი სახლი ევროპაა, ჩვენი მისამართი ევროპაში ეძებეთ" - გიორგი კეკელიძე
მწერალი, გიორგი კეკელიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
"პირველად ვდგავარ მიტინგზე. ცხადია, სიტყვით გამოსვლას არ ვაპირებ, არ მიზიდავს ეს საქმე. უბრალოდ ვდგავარ და მიხარია, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, ემატება და ემატება. ეს სისავსე იმ ქუჩის და მოედნის, სადაც ბოლო ასი წელია საქართველოს ისტორია იწერება - ითარგმნება მოკლე, მარტივ და უმთავრეს წინადადებად - ჩვენი სახლი ევროპაა, ჩვენი მისამართი ევროპაში ეძებეთ", - წერს კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ პროტესტანტები ე.წ. აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებენ.