თეგებით ძიება

მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში - შალვა პაპუაშვილი

 პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიმართავს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში.

"ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია, განცხადებებით და გეგმებით ცდილობს, ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავთ პირდაპირ ეთერში.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.

შეგახსენებთ, რომ პროტესტანტები ე.წ. აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა