"ხალხი აქციიდან ბრუნდება, დიდი მოთხოვნაა და ეს ფასია ბაზარზე ძმაო, თუ არ მოგწონს გაიარეო" - რას წერს გურამ შეროზია?
რეალითი შოუ, "პრაიმჰაუსის" გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ტაქსის მძღოლმა 5 წუთის სავალ გზაზე, 15 ლარის გადახდა მოსთხოვა.
"როგორ გავბრაზდი წეღან, ვაჩერებ ტაქსის, მარჯანიშვილზე, დინამოსთან მოვდივარ, ზუსტად 5 წუთის გზაა.
- 15 ლარი ძმაო. მეუბნება "ნაგლად".
- რაის 15 ლარიმეთქი - ვკითხე გაოცებულმა, იქნებ დინამო და გლდანი ერევა (დ ორივეში ურევია) და დავუკონკრეტე, რომ ხუთი წუთის გზაამეთქი.
- ხალხი აქციიდან ბრუნდება, დიდი მოთხოვნაა და ეს ფასია ბაზარზე ძმაო, თუ არ მოგწონს გაიარეო, მიაჭირა გაზს და გაჰქუსლა.
შევდივარ აპლიკაციებში, ყველგან ეს ფასია. ჰოდა, სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ, წიწაკის სპრეით და იმ საშინელი აირით ისედაც ნატანჯ ახალგაზრდებზე რომ მოგინდა გამდიდრება და თან ასე ბოროტად სარგებლობ - აი რა ვთქვა არ ვიცი.
ხვალიდან თუ სადმე დამინახოთ - ხელი დამიქნიეთ, გაგიყოლებთ ყველას, თუ ერთი გზა გვექნება. ასევე გააკეთეთ სხვა მძღოლებმა და მერე ნახონ, ამ გაზულუქებულმა და გამათხოვრებულმა ტაქსის კომპანიებმა!
ეს ვარ, მარტივად რომ მიცნოთ და აბა ჩვენ ვიცით, ავტო სტოპი ქალაქშიც მოსულა, რამდენი უერთდებით ამ ინიციატივას?", - წერს გურამ შეროზია.
ცნობისთვის, პარლამენტთან გუშიმ, პროტესტანტები ე.წ. აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.