თეგებით ძიება

"ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი! ესენიც დამარცხდნენ. გაიმარჯვა საქართველომ!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და წერს, რომ ეს ხალხის გამარჯვებაა.

"კანონი გაიწვიეს!!

ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი!

ესენიც დამარცხდნენ.

გაიმარჯვა საქართველომ! 

ბავშვებო, ახალგაზრდებო, მადლობა! თქვენ მოიგეთ ეს ომი!", - წერს ჟორჟოლიანი.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა