თეგებით ძიება

"ქართველებმა თავისას მიაღიწეს!" - ოლექსეი გონჩარენკო

უკრაინის "რადას" დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და წერს, რომ ქართველმა ხალხმა თავისას მიაღწია.

"უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი საქართელოს პარლამენტიდან გაიწვიეს, ამბობს მმართელი პარტია. ქართველებმა თავისას მიაღიწეს!“, - წერს გონჩარენკო.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა