თეგებით ძიება

"კანონის გაწვევა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა!" - ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და წერს, რომ ხელისიფლების მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

"ახლა გესმით, რატომ განვერიდე პროცესებს? ჩვენმა შვილების თაობამ არასოდეს არ უნდა ნახოს სისხლიანი რუსთაველი! არ უნდა ავწიოთ ხელი ჩვენს მომავალ თაობაზე!კანონის გაწვევა-ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა!ახლა მთავრობამ არკვიოს ვინ ყავს გველი უბეში!შემდეგში სანამ კანონის მიღებას გადაწყვეტთ შეკრიბეთ ახალგაზრდები, მოეფერეთ,აუხსენით რა და როგორ,იქნებ თავადაც აქვთ გარკვეული წინადადებები?არ შეიძლება საკუთარ ხალხთან დისტანცირება!ამიტომ ვამბობდიPR(პიარი)საზოგადოებასთან ურთიერთობა უზენაესია!მადლობა ღმერთს,რომ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა.საწყენია,რომ მუდამ საკუთარ შეცდომებზე სწავლობთ", - წერს პიარსპეციალისტი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა