თეგებით ძიება

ქუჩები თბილისში, სადაც დღეს წყალი შეწყდება - შეამოწმეთ თქვენი მისამართი

დღეს, 9 მარტს, თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოების გამო 23:00 საათიდან 10 მარტის დილის 07:30 საათამდე წყალი შეუწყდებათ შემდეგ ქუჩებს:

საბურთალოს რაიონში:

თამარაშვილის გამზირის

ცინცაძის და უნივრსიტეტის ქუჩების ნაწილს

საირმის გორას

ყაზბეგის გამზირს

შევარდენიძის

კარტოზიას

ლორთქიფანიძის

სვანიძის

ჩოლოყაშვილის

წყნეთის

ნ.ყიფშიძის

ვ.გაბაშვილის

თ.აბულაძის

ლეჟავას

ხაბეიშვილის

წერეთლის ქუჩებს

"წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია  კომპანიის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა