თეგებით ძიება

"ამ მატყუარა მოღალატეებს ენდობით? გავიწვევთ არის ცარიელი სიტყვები. პროცედურულად როგორ აკეთებენ ამას? რუსული ოცნება უნდა დასრულდეს!" - ტორესა მოსი

ტელეწამყვანი და მწერალი, ტორესა მოსი "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება, მმართველ პარტიას არ ენდობა და წერს, რომ რუსული ოცნება უნდა დასრულდეს.

"ნუ გამომაშტერეთ რა გიხარიათ? ამ მატყუარა მოღალატეებს ენდობით? გავიწვევთ არის ცარიელი სიტყვები. პროცედურულად როგორ აკეთებენ ამას? უკვე დააზიანეს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, თავი მოიქციეს იზოლაციაში, ახლა მართლა რომც გაიწვიონ ვაპირებთ ამ დედამოტყნულებს ვუყუროთ 2024 წლამდე თითქოს არაფერი მომხდარა? ამ ვირეშმაკებმა ესევე არ თქვეს არ განვიხილავთო და მერე არ განიხილეს? როგორ უნდა ენდოთ? ნუ გადამრიეთ ხალხო. რუსული ოცნება უნდა დასრულდეს! ამათ არც ერთი სხვა კანონიც არ შეიძლება მიიღონ. რუსებმა არ შეიძლება მიიღონ კანონები ამ ქვეყანაში", - წერს ტორესა მოსი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა