თეგებით ძიება

დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე მაინც გაიმართება. როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოობას, როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას.

„დღეს აუცილებლად იქნება აქცია! არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ გვაქვს „ქართულ ოცნების“ ნდობა და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ გარანტი ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას. გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი.

მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და არიან დაჭერილები, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად აქვთ. სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, პროცესები არ შეწყდება “, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა