თეგებით ძიება

"შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების. ზნე არ უცვლიათ" - რას წერს დათო გორგილაძე?

ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე აცხადებს, რომ ხალხმა საკუთარი ძალა აჩვენა.

"მიღწეულით კმაყოფილება სწორია.

ეს თქვენი გამარჯვებაა და უნდა იამაყოთ. ოღონდ, ზომიერი კმაყოფილებაა საჭირო. 

შეგახსენებთ გუშინწინდელს: არ განვიხილავთო და უკანა კარიდან შეაცუნცულეს განსახილველად. 

პროპორციულოს დაპირებასაც შეგახსენებთ. 

თუ შეხსენებაა, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ინიცირებაც ისეთივე ბოროტებაა, როგორც მისი დამტკიცება და მის დასაცავად ასეთი თავგამოდებული ბრძოლა მათი მხრიდან - ანუ, მათი მარშრუტი გაშიფრული და მოშიშვლებულია. 

შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების. ზნე არ უცვლიათ", - წერს გორგილაძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა