თეგებით ძიება

"ოცნებამ" ჩააგდოს კანონპროექტები კენჭისყრაზე და გათავისუფლდნენ დაკავებულები - აქცია პარლემენტთან დღესაც გაიმართება

პარლამენტთან, დღეს 19:00 საათზე აქცია კვლავ გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი არ ენდობიან "ქართულ ოცნებას", ამიტომ მოითხოვენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი საპარლმენტო უმრავლესობამ კენჭისყრზე ჩააგდოს, ასევე ითხოვენ გთავისუფლდეს ის ადამიანები, ვინც საპროტესტო გამოსვლებისას დააკავეს.

"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა "ქართულ ოცნებასთან", რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი, იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთი მხრივ გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ჩვენ ვიყავით იქ ერთმანეთის არა მარტო თანამებრძოლები, მეგობრები, ეს ხალხი არის დაჭერილი, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, "ქართულ ოცნებას" არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად", - აცხადებენ ორგანიზატორები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა