"ვერასოდეს, ვერავინ ვერ გამოიყენებს ჩვენს შვილებს და მათ სიცოცხლეს მაიდანის და სისხლისღვის მოსაწყობად! გარანტი ჩემი სახელმწიფოა!" - ხათუნა ხოფერია
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოგერია ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პარლამენტიდან გაწვევას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში მაიდანი არ მოეწყობა.
"ჩვენი სახელმწიფო!
ვერასოდეს, ვერავინ ვერ გამოიყენებს ჩვენ შვილებს და მათ სიცოცხლეს მაიდანის და სისხლისღვის მოსაწყობად! გარანტი - ჩემი სახელმწიფოა! გონიერი პოლიტიკა - ნიშნის მოგების, ჯინიანობის და ძალის დემონსტრირების გარეშე!
ევროპა, ისწავლე მშვიდობის დაცვა საქართველოსგან!
მე ვარ ამაყი!
ხელისუფლება, ჩემი RESPECT-ი", - წერს ხოფერია.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.