თეგებით ძიება

კრემლმა უკან დაიხია, ეს გამარჯვებაა, მაგრამ მისი საცეცები ჯერ არ განადგურებულა - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ კრმლმა უკან დაიხია.

მისივე თქმით, „გვახსოვს ივანიშვილის დაპირებული და გადაგდებული პროპორციული“.

„კრემლმა უკან დაიხია, ეს გამარჯვებაა, მაგრამ მისი საცეცები ჯერ არ განადგურებულა. გვახსოვს ივანიშვილის დაპირებული და გადაგდებული პროპორციული და არა მარტო.

ესენი უნდა წავიდნენ!

არა რუსულ ხელისუფლებას!”,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა