თეგებით ძიება

"არ უნდა წამოვეგოთ ამ ანკესს!..." - რას წერს ნიკო მიქაია?

სამოქალაქო აქტივისტს, ნიკო მიქაიას "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტიდან ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის არ სჯერა და წერს, რომ საზოგადოება ანკესს არ უნდა წამოეგოს.

"არ უნდა წამოვეგოთ ამ ანკესს! 

20 ივნისსაც გამოვიდნენ და პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთო! ჩააცხრეს მუხტი და გადაგაგვაგდეს! 

ახლაც იგივეს შვებიან! ჩაცხრება მუხტი და ავიხსნით ხალხს ამ კანონსო! იგივეს აკეთებენ! 

1. სასწრაფოდ დააყენომ მეორე მოსმენაზე და ჩააგდონ კანონპროექტი! ესაა გამოსავალი! 

2. სასწრაფოდ უნდა გამოუშვან ის ადამიანები, ვინც ბოლო 2 დღეში დააკავეს! 

აი ეს უნდა შევძლოთ!", - წერს მიქაია.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა