თეგებით ძიება

"კიდე ერთი ეგეთი კრეტინული კანონი და იქეთ მივიღებთ ევროპას" - ანდრო დგებუაძე

ტრენერი, ანდრო დგებუაძე ე.წ. აგენტების კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ოცნება" ლუსტრირებულია, ერი - გამოფხიზლებული.

"ოცნება ლუსტრირებული. 76 მართლა აგენტი ნიღაბმოხსნილი. ერი გაერთიანებული და გამოფხიზლებული - კიდე ერთი ეგეთი კრეტინული კანონი და იქეთ მივიღებთ ევროპას", - წერს დგებუაძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133ადამიანი დააკავეს. 9 მარტს "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა