თეგებით ძიება

კრემლმა უკან დაიხია - გიორგი მარგველაშვილი

კრემლმა უკან დაიხია - თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, მათი სახე ნაცნობია - ისინი არიან ჩასაფრებულები, მომენტს ეძებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი შეცვალონ,- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მარტივად შევაფასებ: კრემლმა უკან დაიხია. ვფიქრობ, ეს გამოხატავს იმ რეალობას, რაც არის. პროცედურული თემები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მგონი, ასე ხედავს არამარტო ცალკეული ადამიანი, არამედ მთელი საქართველო. ამ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და მოახდინა საკუთარი იდენტობის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი არიან მოსკოვური პროექტი, პირდაპირ იმართებიან კრემლიდან, თუ სხვა მოსკოვური სააგენტოდან. ეს ფაქტია, ამ რეალობას პოლიტიკურად ვერ გაექცევიან. თაროზე შემოდებენ, თუ რეალურად გააუქმებენ, მათი სახე ნაცნობია, ნათელია, რომ ამ პროექტის მიზანია ჩამოაშორონ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა