ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ, ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო - ალეკო ელისაშვილი
ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ, ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კურსს გამოეხმაურა.
"არ მოხვიდეთ არ იმუშაოთო, რა კარგი სამსახური მაქვს. ცხვირში მოხვდა "ქართულ ოცნებას", რომ ნახეს ხალხს რა ძალა აქვს. მოხვდათ ცხვირში და ძალიანაც კარგი, ასე მოხვდება ყველას ცხვირში ვინც ეცდება, რომ საქართველო წაათრიოს რუსეთისკენ", - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.