თეგებით ძიება

ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი - უჩა ნანუაშვილი

ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

"ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს: ციტატები განცხადებიდან:

"სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა", "მიაკრეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი", "რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ", "მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რონლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს", "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი". "დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით"

ყველაფერი ნათელია!", - განაცხადა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა