პროტესტი უნდა გაგრძელდეს - სანდრო ჩიხლაძე
პროტესტი უნდა გაგრძელდეს პარლამენტშიც და ყველგან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ე.წ. რუსული კანონპროექტის გაპროტესტებას გამოეხმაურა.
„პროცესი უნდა გაგრძელდეს. აბსოლუტურად ყველა მხარეს ვეთანხმები, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს პარლამენტშიც და ყველგან, სადაც პროტესტის სივრცე არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია დაკავებულების გამოშვება. ყველა მოქალაქე უნდა გამოუშვან, მათ შორის, ზურაბ ჯაფარიძე. აქ უნდა ვიყოთ პრინციპულები. სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, პროტესტი უნდა იყოს, ამასთან, იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ამ კანონის გაუქმების პროცესი ბოლომდე არ მივა“,- აღნიშნავს ჩიხლაძე.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.