"საქართველოს სჭირდება მსგავსი კანონები, ახალგაზრდებს ნაცები და ენჯეოშნიკები იყენებენ" - დიმიტრი სამხარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მსგავსი კანონები სჭირდება.
მისი თქმით, ახალგაზრდებს ნაცები და ენჯეოშნიკები იყენებენ.
"გუშინდელ პოსტებში ავღნიშნავდი, რომ ეს ძლოკვები ახალგაზრდებს იყენებენ მძიმე პროვოკაციის დაგეგმისთვისთქო, ახალგაზრდების მშობლებსაც მივმართე, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც, ახლაც და მომავალშიც მომხრე ვიქნები აგენტების გამოსააშკარავებელი კანონის მიღებაზე, ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა! რატომ? მხოლოდ იმ პატარა გოგო-ბიჭების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომელებსაც დღეს ნაცი ლექტორების შანტაჟით არბენინებდნენ რუსთაველზე! ვთქვი და ვიმეორებ, სიმართლეს ვეტყვით ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას! რაც შეეხება კანონს, აღნიშნულია, რომ მაქსიმალურად გავაცნობთ საზოგადოებას ამ კანონის მნიშვნელობას, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებთან გვექნება შეხვედრები. საქართველოს სჭირდება მსგავსი კანონები, პირველ რიგში იმისთვის, რომ გუშინდელი აღარ გამეორდეს! აქციაზე მყოფი ახალგაზრდები, ნაცებმა, ენჯეოშნიკებმა, ჩვენი ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს, ჩვენ კი ამას არ დავუშვებთ!", - წერს დეპუტატი.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.