"ამოხვედით ყელში! ყველა ლექტორის სახელი ვიცით, ვინც ნიშნების სანაცვლოდ სტუდენტებს მიტინგზე იხმობს!" - ვის ემუქრება დიტო სამხარაძე ?
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე მიმართვას ავრცელებს და იმ ლექტორებს ემუქრება, ვისაც, მისი თქმით, სტუდენტები ნიშნების სანაცლოდ მიტინგზე მიჰყავს.
"მაიდანი და რევოლუცია კი არა, დედებს გიტირებთ როგორცვე საფრთხეს შეუქმნით სახელმწიფოს! ამოხვედით ყელში! კიდევ ვითმენთ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც მოტყუებით გყავთ და რომლებსაც აუცილებლად ვეტყვით სიმართლეს! ყველა ლექტორის სახელი და გვარი ვიცით, ვინც ნიშნების სანაცვლოდ სტუდენტებს მიტინგზე იხმობს! დედებს მოგი@@ნავთ ძლოკვებო", - წერს სამხარაძე.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 9 მარტს "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.