თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ" რამდენჯერმე პოლიტიკური პირობა გატეხა და ამის ფონზე, ძალიან ძნელია მოწინააღმდეგეთა დარწმუნება, რომ კანონს გააუქმებს" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ პოლიტიკური პირობა გატეხა და ახლა მოწინააღმდეგეთა დარწმუნება ძნელი იქნება.

"სამართლებრივად კანონის გაწვევა ასე მარტივი არ არის, მით უფრო, რომ ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.

ამიტომ, უმრავლესობის განცხადება, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონს გაიწვევს, გაუგებრად გამოიყურება.

მაშინ, კომისიიდან უნდა გამოიწვიონ და მეორე განხილბაზე ჩააგდონ. ხოლო თუ ვნებათაღელვის ჩაცხრობა უნდათ, ესეც ძალიან დაჩქარებულად უნდა გააკეთონ, ისევე, როგორც პირველი მოსმენით მიღებაზე გააკეთეს.

საერთოდ, ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე პოლიტიკური პირობა გატეხა და ამის ფონზე, ძალიან ძნელია  მოწინააღმდეგეთა დარწმუნება, რომ კანონს გააუქმებს. თუმცა, ეს გაუქმებაც  ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან უმრავლესობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელახალ დამტკიცებამდე მის საჯარო განხილვებსა და ხალხისთვის საჭიროების მნიშვნელობაზე ლაპარაკს დაიწყებენ. თუმცა, გაუგებარია, თუ ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი კანონია, მის საჭიროებაზე რატომ არავინ არაფერი თქვა? მერე რის თქმას აპირებენ?

ამ გადმოსახედით ეს კანონი არის მავნებლური, დემოკრატიის შემაფერხებელი, ქვეყანას მავნებლურ მდგომარეობაში აგდებს და დასავლეთთან, სტრატეგიულ მეწყვილეებთან ურთიერთობას მავნებლურად აფუჭებს .

ამასთამავე, კანონს აქვს  გვერდის ასავლელი ხვრელები და ასევე, არ ემსახურება ნამდვილად მთავარ იდეას - ქვეყანა მტრული ქვეყნების აგენტებისგან დაიცვას", - წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა