თეგებით ძიება
09. 03. 2023 მსოფლიო

სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს - რას ამბობს ევროპარლამენტარი?

აი, რამდენად ზრუნავს ხალხი ლიბერალურ დემოკრატიაზე, როდესაც და სადაც არ უნდა იყოს ის საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი „ტვიტერზე“ წერს, სადაც თბილისში გამართული საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ საქართველოს!“- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა