"მადლობა იმ ახალგაზრდას, კვამლიან გაზის კაფსულებს რომ აგროვებდა და წყალში აქრობდა" - რუსუდან გოცირიძე
საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უმრავლესობის მიერ პარლამენტიდან გაწვევს ეხმაურება და აქციაზე მისულ ყველა ადამიანს მადლობას უხდის.
"მადლობა იმ მაგარ გოგოს, დროშას რომ აფრიალებდა იმ პირველ ღამეს!!!!
მადლობა იმ დრედებიან გოგოს, გულებს რომ აკრავდა პოლიციის ფარებზე….
მადლობა იმახალგაზრდას, პირბადეებს რომ გვირიგებდა მოუმზადებლად მისულებს…
მადლობა იმ ბიჭს, მოწამლულებს თვალებს რომ უსუფთავებდა და იმედის ტელევიზიამ მოლოტოვის კოქტეილების მკეთებლად რომ გამოაცხადა…
მადლობა იმ ახალგაზრდას, კვამლიან გაზის კაფსულებს რომ აგროვებდა და წყალში აქრობდა…
ჟურნალისტებს და განსაკუთრებულად ოპერატორებს, დამალული და დაფარული რომ არაფერი დაუტოვეს…
მადლობა იმ დედიკოებს, პატარა შვილებით და ყვავილებითრომ გამოდიოდით აქციაზე….
მადლობა იმ შშმ ადამიანებს ეტლებით, ხელჯოხებიტ, უამრავი შფოთვის დაბრკოლებების მიუხედავად, რომ იდექით თავისუფლების სადარაჯიზე….
მადლობა იმ თაობას, 34 წელია რუსთაველზე რომ გამოდის და ყველა ჯერზე გამარჯვების რომ ჯერა!!!
კიდევ ბევრი მადლობა ყველას!!!!", - წერს რუსუდან გოცირიძე.
ცნობისთვის, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირეული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტმა 7 მარტს მიიღო, რის შემდეგაც თბილისში აქციები იმართებოდა. აქციებზე სამართალდამცველებმა 120-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტა ხნის "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა და კანონის გაწვევის შესახებ ამცნო საზოგადოებას.